თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით საახალწლო სოფელი მოეწყობა და ბავშვებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას შეთავაზებენ.
ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და რაც მთავარია, თოვლის ბაბუას სახლი. აქვე მოეწყობა საბავშვო-გასართობი წამროდგენები, კონცერტები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ასევე, გასართობი აქტივობები – სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე, ფოტოზონა სანტასთან ერთად და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის.
ტრადიციულად, საახალწლო სოფელში, საშობაო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და მრავალფეროვანი კვების ობიექტები გიმასპინძლებთ.
ყოველდღიურად, ორბელიანის მოედანსა და ათონელის ქუჩაზე განთავსებულ სადღესასწაულო სცენებზე მუსიკალური საღამოები გაიმართება.