ახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი, მალე დაჰკრავს თორმეტჯერ – მიდის წელი ძველი…“ დიახ, წლის ჯადოსნურ ღამემდე სულ 11 დღეა დარჩენილი. რას ვაკეთებთ ადამიანები ჯადოსნურ დღემდე? გარდა იმისა, რომ მოლხენისთვის ვემზადებით და ვგეგმავთ სად გავატაროთ ახალი წელი, თითოეული ჩვენგანი ვუფიქრდებით, როგორი იყო გასული წელი ჩვენთვის. რა მოიტანა, რა შეცვალა და როგორ წარმართა მოვლენები?
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეპატაჟური ხალხისთვის ეს წელი ყვითელი, სკანდალური და შოკის მომგვრელი იყო. ამიტომაც „დაიჯესტი“ 2022 წლის ეპატაჟურ ამბებზე გიამბობთ, რომლებიც ქართველ სელებრითებს გადახდათ. ეპატაჟის ფუძემდებელზე თუ გსმენიათ რამე? ხშირად მამიკოსაც უწოდებენ. ფანებისგან გათამამებულია, მანქანაც აჩუქეს, ჰყავს ინკოგნიტო სატრფო და გულის სწორი დღემდე ვერ დაივიწყა… – დიახ, ეს შავბნელ 90-იანებში სახელგანთქმული კაშკაშა ვარსკვლავი – გია სურამელაშვილია.