25 Views
სოფელ დიღომში ავტოხელოსანი მოკლეს, მისი დამხმარე კი დაჭრილია. კრიმინალური დაპირისპირების დეტალებზე ვერავინ საუბრობს, მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი ავტოსახელოსნოს თანამშრომელია, რომელსაც სამართლდამცველები კითხავენ.
კრიმინალური შემთხვევა გუშინ დღის საათებში მოხდა, თუმცა ადგილობრივებმა მხოლოდ სროლის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი დამნაშავე გაქცეული დახვდათ. უცნობია იდენტფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი, მეორე დღეა ადგილე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.