იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა

December 13, 07:46
0
268

მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა. „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად გაარკვია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მსჯავრდებულის მიერ ჭარბი მოხმარება. ამ ფონზე ექიმების რეკომენდაცია, მას შეეზღუდოს ელექტროსიგარეტის მოხმარება.

„ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იღებდა დიდი რაოდენობით ელექტრო სიგარეტს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მის მკურნალ ექიმთა ჯგუფს, ასევე პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეზღუდვოდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

რაც შეეხება წონაში კლების საკითხს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სპეკულაციისათვის იყენებს. ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის ოპერაცია გაიკეთა.

Cesko