„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ერთად იმუშავებენ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად

December 13, 08:05
0
220

„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში განაცხადეს, რომ ერთად იმუშავებენ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

G7-ის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებაა მძიმე შედეგებს მოჰყვება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევის კოორდინაციას, უკრაინის სამხედრო და თავდაცვითი გადაუდებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. აქცენტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და შესაძლებლობებით უზრუნველყოფაზე გაკეთდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

Cesko