“მიშა შეგნებულად გასამართლდა იმ მუხლებით, საქმეს რომ დასჭირდეს, იოლად გასაშვები რომ იყოს! – გაუშვებენ!…” – რას წერს ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე 

0
1257
28 Views

“მიშა შეგნებულად გასამართლდა იმ მუხლებით, საქმეს რომ დასჭირდეს, იოლად გასაშვები რომ იყოს!
გაუშვებენ!
ამის გარეშე, 2024 წლამდე, ხელისუფლება მიშას “ბუას ვერ შეინარჩუნებს!
ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაამგზავრონ, აქედან, რომ ევროპელმა ექიმებმა “სასწაული” მოახდინონ და ორ-სამ კვირაში ხარივით ჯანმრთელი დაბრუნდეს პოლიტიკური საფრთხობელის ოლიმპზე!
რა თქმა უნდა, ამას პარალელურად მოჰყვება ყველაფრის და მათ შორის მისი ევროპაში გაგზავნის დასავლეთზე გადაბრალების დიდი ანტისავლური კამპანია!
დიახ, ეს პროექტი არსებობს!
ახლა ხელისუფლებას მინდა გულწრფელად ვუთხრა!
რა დღესაც ამ პროექტს წარმოებაში ჩაუშვებთ, იმ დღიდან დაიწყება ის, რის შემდეგაც ორიათას ოცდაოთხამდე კი არა, 2023 წლის ზაფხულამდე შეიძლება დაასრულოთ არსებობა და ამას სწორედ ის დასავლეთი იზამს, ასე ჯიუტად რომ გინდათ მიშა აჰკიდოთ!
არა მარტო ჩრდილოეთით, გაზაფხულიდან საქართველოს სამხრეთშიც უმძიმესი პროცესები განვითარდება!
ამ მოსალოდნელის ფონზე კი ცალკე ქართული პოლიტიკის იწილო-ბიწილოსთვის აღარავინ მოიცლის და თუ მოიცლის, ზუსტად იმდენი ხნით, რა დროც, აქაურ, სასწრაფო პოლიტიკურ რეფორმას დასჭირდება!”

ჟურნალისტი, მერაბ ხაჩიძე; სოციალური ქსელი

Cesko