„ცოფი არ იკურნება“ – დიმიტრი მედვედევი ოლექსი დანილოვს

0
1142
16 Views

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებას ეხმაურება.

ფსევდო-უკრაინული ცოფიანები შერეული რუსული გვარებით, აცხადებენ, რომ მათი მტერი მდებარეობს რუსეთის საზღვრებში, დასავლეთიდან ვლადივოსტოკამდე. ცოფი არ იკურნება“, – წერს მედვედევი.

ცნობისთვის, დანილოვმა განაცხადა,  რომ უკრაინის „მტერი“ დონბასის ანექსირებული ტერიტორიიდან ვლადივოსტოკამდე მდებარეობს.

„ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, არავის არ ვკითხავთ ჩვენს ინტერესებს – სად და როდის უნდა დავარტყათ მტერი. იმიტომ, რომ მტერი ჩვენთანაა, დაწყებული ჩვენი ტერიტორიის საზღვრებიდან, დამთავრებული ვლადივოსტოკამდე“, – აღნიშნა დანილოვმა.

Cesko