ფილოლოგი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოებს ავრცელებს:
👎 ხვალ, ნაცთა კოლექტიური ვარამი “შაბათის ფორმულაში”.
“ფორმულამ”, შაბათის სიუჟეტის ანონსში, მიხეილ სააკაშვილის 1 თვის წინ გადაღებული სურათები გამოაქვეყნა.
“ახლა 10 კგ-ით ნაკლებს იწონის და საწოლიდან ვეღარ დგება” – განაცხადა გულდათუთქულმა თამარ ბაღაშვილმა.
ერთ-ერთ სურათზე ჩანს ფეხზე ნაკაწრები. ბაღაშვილის მტკიცებით” – წამების აშკარა კვალი,” ჩემი აზრით კი – მომეტებული ქავილის. 😁
დიდმა ილიამ ოთარაანთ ქვრივის პირით გვითხრა: “ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება” – ო, მაგრამ სად ილია და სად – მიშა…
P.S. ისე, ისეთ ფორმაშია, რაღა მურმან ლებანიძის “ქვაზე დასათხლეში” ციცო და რაღა – გიულის მიხო. 😁
თან, ბოლო სერიაში თეთრი თმა ჰქონდა და აქ მუქი აქვს.
სახეზეა, ნაცების “ჭარბი ინტელექტი და მოხერხებულობა”. 😁