23 Views
რეჟისორ ლევან ხოტივარს ფილმ „უდიპლომო სასიძოს“ სცენარი თავდაპირველად სხვაგვარად ეწერა, თუმცა შემდგომ ფილმის გადაკეთება მოუწია.
ფილმის პირველი სცენარი იყო ასეთი: ქვრივ ვარდენს, მეზობლის ქვრივი ქალი კესარია უყვარდა და მისი ცოლად მოყვანა სურდა. სწორედ ამ ფაქტის გამო უშლიდა ვარდენი, ქალიშვილს კესარიას ბიჭთან სასიყვარულო ურთიერთობას.
ფილმის გადაღებულ კადრებს შესაბამისი კომისია იხილავდა, ისინი ამბობდნენ, რომ არ შეიძლება, საბჭოთა მოქალაქეს მეზობლის ქალი უყვარდესო. რის გამოც ფილმიდან რეჟისორს არაერთი კადრის ამოღება მოუხდა, რამაც ფილმის გადაკეთება გამოიწვია. ამ ფაქტმა ფილმის მთავარი გმირი აკაკი კვანტალიანი, რომელიც ვარდენს ასახიერებდა, ძალიან გააბრაზა, რის გამოც მას არ უყვარდა „უდიპლომო სასიძოს“ ყურება.