სკანდალი! “ჰუმანიტარული დახმარება” ქართველი საჯიშე ბიჭები ყოფილა – რას აცხადებს ნათია პაპიძე

0
1194
25 Views

მოქალაქე ნათია პაპიძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც “იქსნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

“‼️‼️
დრო მოვიდა დავწერო ამაზე.
ყველაფერი, რაც ახლა უნდა მოვყვე- გადამხდა, ვნახე და მოვისმინე პირადად მე, ნათია პაპიძემ და სხვის მონაყოლს არ ვიმეორებ. ჩემი სმენის, თვალის და ტვინის მონაწილეობით რაც მოხდა – იმას ვყვები.

როდესაც თებერვლის ბოლოს ეს უბედურება დაატყდა თავს მსოფლიოს, ცხადია, საქართველოში დაირაზმნენ ადამიანები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

ჩემი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ვხედავდი და ვიცოდი, რომ ბევრ ადგილას ადამიანური რესურსი არ ჰკმაროდათ ჰუმანიტარული პროდუქტისა თუ სამოსის დასახარისხებლად და როცა, ერთ- ერთმა გოგონამ დახმარების ჯგუფში განათავსა პოსტი შტაბში გვჭირდება ხალხი, ვინც, ჰუმანიტარული დახმარების თავმოყრასა და დახარისხებაში მოგვეხმარებაო- მივწერე, მისამართიც მომცა და მეც მივაკითხე.

ბევრი რომარ გავაგრძელო- მისულზე აღმოვაჩინე, რომ ეს “ჰუმანიტარული დახმარება” ქართველი საჯიშე ბიჭები ყოფილა.

ანუ, შტაბი მამულაშვილის ქართველთა ლეგიონის იყო.

როგორც კი, იქ მყოფებს გადავხედე- ორგანიზატორ გოგონას, ანას ვეუბნები- რომელიმე
პარტიის არ იყოს ეს შტაბი, იცოდეთ, კატეგორიულად არ მინდა რომელიმე პარტიის ოფისში ყოფნა- მეთქი.

არაო, ჩვენც ეგრე რომ ვფიქრობთ- ნაციონალებსაც და ვაშაძესაც კი, უარი ვუთხარით ოფისის მოძებნაში დახმარებაზეო.- მითხრა ანამ და ის კი არ იცის, ნაცებს, ქოცებს, ლეიბორისტებს, გირჩებს აურაზე და სახეზე რომ
ვარჩევ უკვე და რამდენი წლისაც ეს არის- ასი იმდენი ნაცი რომ
შემირცხვენია უპროპელერო კარლოსანას სიყვარულის გამო და ანასაც რომ
მაგათი აურა და სახე აქვს უკვე წყალგაუმტარად, ჩემთვის.

დაიწყო ანამ
ახსნა, რა გვევალება: მოკლედ, მოხალისედ წამსვლელთა მსურველობის სია და დოსიები დევს მაგიდაზე. უნდა დავურეკოთ, ჩუმად, რომ
არავინ გაიგოს, მოვუყაროთ თავი სააკაშვილის ბიბლიოთეკასთან , რომელსაც საუბარში ხანდახან პრეზიდენტის ბიბლიოთეკად მოიხსენიებენ ( მე რათქმა უნდა, კიდევ ვერ ვხვდები ნაცები რომ
არიან და იქიდან უნდა გაერეკონ უკრაინაში. რაც მთავარია ჩუმად , განსაკუთრებით საქართველოს მთავრობამ არ უნდა გაიგოს.

ვეკითხები: – როგორ გადაგყავთ ეს ხალხი- მეთქი.
პასუხი: – უკრაინის საელჩო გვეხმარებაო.

ვეკითხები: საქართველოს სახელმწიფოს გვერდის ავლით სხვა ქვეყნის დიპლომატებთან რომ გაქვთ კავშირი და რაღაცებს გეგმავთ – ეს ღალატი არ არის მეთქი?!

აიბლუკენ- დაიბლუკენ და არაო.. (ისიც არ იციან ღალატი რა არის და რა არა)

ამ კითხვის მერე, ვგრძნობ, რომ უკვე ეკლები აქვთ ჩემს მიმართ, უკვე უნდობლობას ვიწვევ რაა.

მაგრამ, ისე ფრთხილადაც არ არიან, როგორც საჭიროა..

იღებს ეს ანა ქართველი მოხალისეობის მსურველების სიას და :
-აბა , ვის დავურეკო წასაყვანად- ვის დედას ჩავაცვა შავებიო?!- და იცინის.

შოკში ვიყავი.
ყელში მომებჯინა რაღაც.

თუმცა, მახსენდება, რომ
ნაცები არიან და ხან, ორი გვამი უნდათ, ხან, ნულოვანი ტოლერანტობა და ეს რაღატომ
გამიკვირდეს, აწი?!

მერე, დოსიეებში- ხაბაზის დოსიე აღმოაჩინეს.
ბოლო ხმაზე ჰყვირის ხან, ერთი, ხან, მეორე ჩვენს გასაგონად – ხაბაზს ვერ წავიყვანთ ჩვენო, თორემო, ნაცობას დაგვაბრალებენო და არ გვინდაო

ერთ კვირაში კიევის სარდაფებიდან სელფებს დებდა ხაბაზი.

არ დაგაბრალეთ ნაცობა. უკვე ისედაც ვიცოდი, რომ
ნაცები იყავით.

მერე, ანამ
და მეორე ორგანიზატორმა გოგომ უცხო ხალხის თანდასწრებით ისე დასცხეს ერთმანეთს – ფრონტი ამათ შტაბში იყო იმ
წუთას. ( სიმბოლურია. ერთმანეთის ჭმა ხომ
აქვთ შიგნითაც) ძლივს აწყნარებდნენ დანარჩენები.

მოკლედ, წამოვედი იქიდან და ჩემი ფეხი აღარ ყოფილა მანდ.
გააგრძელეს ჩვეულებრივად “ჰუმანიტარული ტვირთის” გაგზავნა უკრაინაში.

გამოხდა ხანი და უკრაინის დახმარების ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ჯგუფში ვხედავ ამ
ანას პოსტს : ვუუაიმეო, ამ ბოლო დროსო, რუშშები მწერენო მუქარებს და გინებებსო, ვოთსაფშიო და მარტო მე ვარ ამ დღეში თუ სხვა ქართველებსაც გებრძვიანო- ისეთი ნაზი და აქროლადი ტონალობა აქვს ამ ინტრიგნულ და პროვოკაციულ პოსტს, თითქოს, ცოტა ხნით ადრე თავის “თანამებრძოლს” ჩემს თვალწინ არ გადაუხსნა, ლამის, საძილე არტერია -კბილებით.

ვერ მოვითმინე და მივუკომენტე ამ პროვოკაციულ პოსტთან: როგორც ჩანს, გაიგეს რასაც აკეთებ და მაგიტომ გწერენ მაინცდამაინც შენ-მეთქი. აქ არ დაგიკონკრეტებ რასაც ვგულისხმობ- მეთქი.
ვერ მიცნო ნიკით და : – ვუააიმე, აი, გონჟე უერ მოუდივარ რაშ გულიშხმობთო.

ვპასუხობ: ანა, აქ არ დაგიწერ ღიად, რასაც ვგულისხმობ და ისედაც, ნუ გეშინია, მანდ ისეთი მეომარი ბიჭები გიზის გვერდით- ვერავინ ვერაფერს დაგაკლებს-თქო.

ეგრევე პირადში მწერს: ვუაიმე, თქვენი კომენტარები სარკაჟმიიააო?

  • რა სარკაზმი, პირიქით, დაგამშვიდე, ნუ გეშინია, ბიჭები დაგიცავენ და თუ ვინმე ეგრე გემუქრება, კარგი იქნება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსაც თუ მიაწვდი ინფორმაციას. ეგ ისეთი რაღაცაა- ჩვენმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იცოდეს- მზად რომ
    იყოს პროვოკაციების წინააღმდეგ- თქო…
    და უცებ, მისი წერილები დაუბრუნდა ისეთ ტონს, რომ ისევ ის ანა ვიცანი- დედებს შავებს რომ აცვამდა სიცილ- სიცილით და იმ მეორე საწყალ გოგოს კინაღამ რომ შემოარტყა.

“საქართველოს სახელმწიფო არა ისააა კიდეეეო” და მოჰყვა და მოჰყვა და მოოოოჰყვა და აღარ გაჩერდა….

ასეთები რომ
ხართ მანდ, მამუკა ანას ძმა მამულაშვილო, Mamuka Mamulashvili
უკრაინის ტელევიზიებზე მიცემულ ყველა ინტერვიუში საქართველოს და ქართველებს რომ
გვლანძღავთ და თქვენ თავებს თვითონ რომ
დაარქვით გმირები, თუმცა, დაქირავებული ხართ, ჩვეულებრივ, ფულს გიხდიან და არაომის პირობებში მაგას ქილერი რომ ჰქვია და არა გმირი.

თქვენს შტაბში გატარებულმა ერთმა დღემ სრულიად ნათელი გახადა ჩემთვის ვინ ხართ თქვენ და რანი ხართ.

ვინ იცის, რამდენი ალალი ქართველი შესწირეთ მანდ თქვენს ბინძურ თამაშებს და რამდენი ალალი ქართველის ალალ დედას ჩააცვით შავი.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი ასეთი ბინძური თამაშების გამო.
უპროპელერო კარლსონას და ვადაგასული რძის პროდუქტის თაყვანისმცემლებო. რომელსაც, ათწლეულებია ქართველთა სიცოცხლეები სჭირდება ზვარაკად.

ხალხი ბრმა და ყრუ არ არის.
პირადად მე ერთი დღე მეყო იმის მისახვედრად ვინც იყავით. სხვას შეიძლება, მეტი დრო დასჭირდეს.

ახლა კიდევ ახალ დანაყოფს რომ ადგენთ ახალი მსხვერპლებით.

წყარო: xnews.ge

Cesko