„კუბელი გიტარისტი მუხლებზე დაეცა და ხმამაღლა შესძახა – Grand Papa – ნუგზარ შარიას ექსპრომტად შესრულებული ბოშური რომანსი

0
933
27 Views

საქართველოს დამსახურებული არტისტი, თეატრისა და კინოს მსახიობი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუგზარ შარიას ვაჟი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია, „პრაიმტაიმთან“ მსახიობის საქართველოში სტუმრობის ამბავს იხსენებს და ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ისტორიას იხსენებს:

2013 წელს, ჩემს დაბადების დღეზე იყო ჩამოსული. ამ ვიდეოში, ბოშურ რომანს (Не сердись, не ревнуй) მღერის, რომელსაც იულ ბრინერი და ალიოშა დიმიტრიევიჩი ასრულებდნენ.

დაბადების დღეზე 4 კუბელი მუსიკოსი იყო გიტარებით. მამას დიდი ხანი არ ჰქონდა დაკრული და გზადაგზა იხსენებდა ყველაფერს.

ნელ-ნელა გიტარა რომ გაახურა, კუბელი გიტარისტი  სუოერ ხესუსი მუხლებზე დაეცა და ხმამაღლა შესძახა – Grand Papa, ხუსუსის მიჰყვა დანარჩენი კუბელებიც და ყველა ერთხმად ყვიროდა – მამა უცებ „დიდი პაპა“ გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობის ნუგზარ შარიას ჩამოსვენება მიუნხენიდან თბილისში, 4 დეკემბერს, გამთენიისას 03:05 საათზე იქნება შესაძლებელი.

პანაშვიდები სიონის საკათედრო ტაძარში 4 და 5 დეკემბერს, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 6 დეკემბერს (სამშაბათი) მახათას მთაზე, ახალ პანთეონში  გაიმართება.

ამერიკაში მოღვაწე ქართველ მსახიობს მუნხენიდან თბილისში, 4 დეკემბერს, გამთენიისას 03:05 საათზე ჩამოასვენებენ.

პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში – 4 და 5 დეკემბერს, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 6 დეკემბერს (სამშაბათი) მახათას მთაზე, ახალ პანთეონში  გაიმართება.

წყარო: “პრაიმტაიმი”
Cesko