ვიდეო: მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულთა პირველი კადრები სასამართლოდან

0
1434
22 Views

ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესი დაიხურა – მსჯელობენ აღკვეთის ღონისძიებაზე, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. რაც შეეხება დაკავებულებს, ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ბრალდებულებს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულთა  პირველი კადრები სასამართლოდან ↓

Cesko