“აპლიკაცია შევავსე სუპერმარკეტში მუშაობის დასაწყებად… ამის არ მრცხვენია” – ნახეთ რას ყვება მსახიობი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი რომელმაც საქართველო დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა

0
853
26 Views

მსახიობმა და რეჟისორმა გიორგი მეგრელიშვილმა მწვანე ბარათი მოიგო და აშშ-ში გაემგზავრა.

მისი ოჯახი იქ თებერვალში ჩავა, მანამდე კი მსახიობმა სამსახური უნდა დაიწყოს.

როგორც თავად ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, მისი საბოლოო მიზანი კინოინდუსტრიაში დამკვიდრებაა, თუმცა ახლა, როგორც ემიგრანტმა, სამსახური უნდა დაიწყოს:

„ეს ჩვეულებრივი მომენტია, შემოსავლის წყარო უნდა გავიჩინო. ეს მომენტი აქ ჩამოსულმა ყველა ემიგრანტმა უნდა გადალახოს და ამისთვის მზად ვარ. ახლა შევავსე აპლიკაცია სუპერმარკეტში მუშაობის დასაწყებად. ვნახოთ. ამის არც მრცხვენია და არც მერიდება. გასავლელი ეტაპია, თუმცა პერსპექტივაში სხვა რამ მინდა, ის, რაც ჩემი პროფესიაა. აქ ამ პროფესიით ისეთი აქტიური რომ ვიყო, როგორიც საქართველოში ვარ, დამიჯერეთ, ძალიან მაგრად ვიქნებოდი ფინანსურ დონეზე…“

Cesko