თერჯოლაში შემზარავი დანაშაული მოხდა. 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა. ქალი ადგილზევე დაიღუპა ფაქტის შემსწრეები ცდილობდნენ მას მიშველებდნენ, თუმცა უშედეგოდ. სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო თავად მოძალადემაც…
ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველოში, გენდერული ნიშნით ძალადობას 187 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა მათგან თითქმის 50% ოჯახის წევრმა მოკლა.
მართალია, ყოველი ახალი მკვლელობის შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებული რჩება და ფემიციდის წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას ითხოვენ, მაგრამ ხშირია სოციალურ ქსელში კომენტარები, როდესაც გაშორებულ ქალებზე მამაკაცებს
მოუწოდებენ, – მოკლან, დაჭრან, ბენზინი
გადაასხან… სამწუხაროდ, იმ ადამიანებში, რომლებიც ქალების მიმართ ძალადობრივ კომენტარებს წერენ, ბევრი ქალიც არის.
სწორედ მათი მსხვერპლი იყო მსახიობი თაკო ტაბატაძე, რომელმაც ერთი წლის წინ ღიად აღიარა, რომ ქმარს დაშორდა და ოთხ გოგონასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. თაკომ ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან, რომელიც ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება, მუსიკოსი გია ბაღაშვილი გახლდათ, ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნა… მოგვიანებით ეს ამბავი ყოფილმა ქმარმაც დაადასტურა, თუმცა როგორც თაკო AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, ის მაინც გახდა ძალადობის უზარმაზარი ტალღის სამიზნე.
“ის სქრინი შენახული მქონდა, სადაც მწერდნენ, რომ უნდა დავმწვარიყავი… სწორედ ისე, როგორც თამილა ლილუაშვილის შემთხვევაში მოხდა”, – ამბობს თაკო.
ახლა სურვილი აქვს, უცნობი ქალის სამძიმარზე ჩავიდეს…
სოციალურ ქსელში კი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას მოუწოდებს, – ნუ აიძულებს გარემო ქალებს, რომ მოძალადე კაცები აიტანონ…
თაკო ტაბატაძე:
“რამდენიმე დღის წინ ქუჩაში დავინახე ქალი, მოწყალებას ითხოვდა. დავეხმარე და ასეთი რამ მითხრა: “ღმერთმა გადაგარჩინოს ამ ქვეყნიერებას“ – მაშინვე მომხვდა გულზე ეს სიტყვები… როცა ამ ქვეყანაში ცხოვრობ ფიზიკური გადარჩენა დიდი მიღწევაა. გადის რამდენიმე დღე და ვკითხულობ, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა ცოცხლად დაწვა. სული მეწვს და მტკივა ისე როგორც ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ ვიცნობდი…
განაგრძეთ კითხვა