სასტიკი მკვლელობა ხარაგაულში – ავტომობილში 50 წლამდე კაცი ჩაცხრილეს

November 22, 19:39
0
399

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ხარაგაულში სასტიკი მკვლელობა მოხდა.

დაუდგენელმა პირებმა 50 წლადე მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს, ხოლო 40 წლამდე მამაკაცს ქუჩაში ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ავტომობილში ჩაცხრილეს, ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვნეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

დამნაშავე პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

Cesko