„ეს რა ტრაგედია მომხდარა ღმერთო“ – თამარ ივერი აშშ-ში მომხდარ ავარიაზე წერს, რომელშიც ორი ქართველი ძმა მოჰყვა

0
1463
26 Views

მეცო-სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში აშშ-ში მომხდარ ავარიაზე წერს, რომელშიც ქართველი ძმები მოჰყვნენ.

„ეს რა ტრაგედია მომხდარა ღმერთო“, –  წერს თამარ ივერი და Artist Ny-ს სტატუსს აქვეყნებს:

„ჩემო მეგობრებო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით!!!!
მოხდა საშინელი ამბავი ამერიკაში!!!
ჩემი ერთ ერთი პირველი თაობის მოსწავლე
მიშიკო (მიხეილი) მეცხვარიშვილი და მისი ძმა დემეტრე მოჰყვნენ საშინელ ავარიაში!!!
სამწუხაროდ დემეტრე ადგილზევე გარდაიცვალა! 🙁
ჩემი მიშიკო კი ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში (კომაში) წევს ჰოსპიტალში და ებრძვის სიცოცხლეს!!!
რამდენი ხანია მე ღმერთისთვის არაფერი არ მოთხოვნა და ეხლა ვთხოვ მთელი ჩემი შეგნებით!!! გულით და სულით რომ გადაგვირჩინოს ჩვენი მიშო!!!
ნუ დაღუპავს მთლად ბოლომდე
მის განადგურებულ მშობლებს!!!

ძალიან გთხოვთ!!!! გემუდარებით!!!!
მოიხსენიეთ ლოცვებში ეს უკარგესი,, უკეთიშობილესი და უნიჭიერესი 19 წლის ბიჭი რათა მოხდეს სასწაული და გადაურჩეს სიკვდილს!!! 🙁
ჩემო თეა,  არც კი ვიცი რა გითხრა და როგორ განუგეშო???
უნდა გამაგრდე ჩემო კარგო რათა მიშიკო მაინც გადაგვირჩეს!!!
ღმერთო ღმერთო რატომ ხდება ასეთი ცუდი რაღაცეები!!!! 🙁
ილოცეთ ძალიან გთხოვთ ამ ბიჭის სახელზე!!!!
მადლობა წინასწარ ყველას!!! “❤, ვკითხულობთ სტატუსში. 

ძმების დედა, თეა ახალკაციშვილი წერს, რომ ახალს და კარგს ჯერ ექიმები არაფერს ეუბნებიან.

Cesko