ლუკაშენკომ ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ “მაკდონალდსმა” ბელორუსია დატოვა

November 18, 19:26
0
497

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, “მაკდონალდსის” ბელორუსული ბაზრიდან გასვლის გამო ღმერთს მადლობა გადაუხადა.

“მე ყოველთვის მოგიწოდებთ: ჭამეთ, მიირთვით საკუთარი. ეს დღეს აქტუალურად ჟღერს იმ კუთხით, რომ ზოგიერთებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა (და, ალბათ, შუახნის და შესაძლოა უფროსებმაც) დაიწყეს წუწუნი: „ოჰ, მაკდონალდსი მიდის“. მადლობა ღმერთს, რომ მიდის! მაკდონალდსის ადგილი ბელორუსელებმა უნდა დაიკავონ. არ შეუძლიათ პური შუაზე გაჭრან და ხორცის ნაჭერი, კარტოფილი და სალათის ფოთოლი ამ ორ ნაწილში ჩაყარონ? ღმერთო, არ ვიცი, ვინ მოიხმარს ამას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

Cesko