22 Views
ნენსი პელოსიმ განაცხადა , რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერის პოსტს ტოვებს.
„ახალი მოწვევის კონგრესში კენჭს არ ვიყრი „დემოკრატების“ ლიდერის პოსტზე. დადგა დრო, რომ ახალ თაობას მივცეთ საშუალება, უხელმძღვანელონ „დემოკრატიულ“ ფრაქციას, რომელსაც მე ღრმად პატივს ვცემ“, – აღნიშნა ნენსი პელოსიმ.
ნენსი პელოსის თქმით, ის კონგრესში მუშაობას კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს.
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოიპოვა 218 მანდატი წარმომადგენელთა პალატაში, რაც საკმარისია უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად.
ამ დროისთვის 435-მანდატიან წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებს“ 218, „დემოკრატებს“ კი 212 კონგრესმენი ჰყავთ, კიდევ 5 მანდატის ბედი ჯერჯერობით უცნობია.