15 ნოემბრამდე, დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის – გეომანტია იძაბება, ეს ადამიანებს ძაბავს, რაც ქმნის კონფლიქტებს, ჯანმრთელობის პრობლემებსა და სხვადასხვა სახის უსიამოვნებას. ამას ემატება ამინდების, წნევის ცვლილება და სხვა სახის პრობლემები, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
“მზე, მერკური (ინტელექტის მმართველი პლანეტა) და ვენერა (სიყვარულის მმართველი პლანეტა) მორიელში გადადიან. მორიელი არის აგრესია, სიჯიუტე, სულსწრაფობა, სარკასტული გამოთქმები, წყენა, სამაგიეროს გადახდა, ზედმეტი სიხისტე, პირდაპირობა… მორიელს დადებითიც აქვს, მაგრამ ახლა, დედამიწის უარყოფით ენერგოველთან ერთად, ეს უარყოფითი მოიმატებს. მესამე ფაქტორია მზისა და მთავრის დაბნელება. ესაა გამოცდები თავდაჭერაში, მოთმინებაში, სიფრთხილეში, წინდახედულობაში, პრაგმატულ აზროვნებასა და ა.შ. ეს პერიოდი 15 ნოემბრამდე მაინც გასტანს. კიდევ ერთი; შავი ენერგიის ორი დიდი პლანეტა ერთად ხვდება კირჩხიბის ზოდიაქოში. კირჩხიბი არის ოჯახი, ეროვნული პატრიოტიზმი“. – აცხადებს ცაგარელი.