ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია, რომ ტყუილი დამოკიდებულებას იწვევს და მისი მოშორება შემდეგ ძალიან რთულია, იმდენადაც კი, რომ ის არა განზრახ ქმედებად, არამედ ჩვევად შეიძლება ჩამოყალიბდეს. როგორც კი ტყუილის თქმა ჩვევად იქცევა, უკან დასახევი გზაც ქრება. სწორედ ამიტომ გვასწავლიდნენ ბავშვობაში მშობლები, რომ ყოველთვის სიმართლე ვთქვათ, რაც უნდა მძიმე იყოს ის.
ასტროლოგები ასახელებენ 3 ზოდიაქოს ნიშანს, რომლებიც ყველაზე მეტად იტყუებიან:
თევზები
თევზები ხშირად იტყუებიან თავიანთ ცხოვრებაზე. ეს მათთვის უფრო თავდაცვითი მექანიზმია, რათა არავინ გაიგოს, რას აპირებენ მომავალში.
ასე რომ, სიმართლის დამალვის ნაცვლად, ისინი ტყუილს ლაპარაკობენ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ახლობლებისა და მეგობრების შესახებაც.
სასწორი
სასწორებიც შეიძლება იყვნენ დიდი მატყუარები. ისინი ამას განზრახ არ აკეთებენ, მაგრამ ხშირად იტყუებიან, რადგან არ იციან, როგორ გამოძვრნენ ისეთი სიტუაციიდან, როცა გამოსავალს ვერ ხედავენ. ასეთ დროს ისინი ტყუილებს იგონებენ, რაც მათ ხშირად ეხმარება, თუმცა სხვა ადამიანების ნდობას მათდამი ასუსტებს.
მორიელი
მორიელებს სურთ, ყოველთვის მათზე საუბრობდნენ, ისინი მომხიბვლელები არიან, მაგრამ ხშირად ამას აკეთებენ ტყუილის თქმის ფასად, იქნება ეს მათზე თუ სხვებზე. ტყუილის თქმამდე მორიელები ორჯერ არასდროს დაფიქრდებიან, რადგან ჰგონიათ, რომ ეს მათთვის აუცილებელი და სასარგებლოა.
ეს ჩამონათვალი ასტროლოგებმა ზოგადი დაკვირვების მიხედვით შეადგინეს და არ ნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი ნიშნების ყველა წარმომადგენელი მატყუარაა, ზოდიაქოს სხვა ნიშნების ქვეშ დაბადებულთა შორისაც შეიძლება მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ტყუილის თქმა უკვე ჩვევაა. მათ უნდა შეძლონ, აღიარონ, რომ ეს პრობლემაა და ეცადონ მასზე უარის თქმას.
წყარო: მარაო