“თვეში რამდენიმეჯერ ხელფასს იღებენ… კაზინოს დავალიანებას ბიუჯეტის ხარჯზე ისტუმრებენ… ეს მაშინ, როცა ადამიანებს პურის ფული ვერ უშოვნიათ” – ლაშა ამირეჯიბი

0
572
21 Views

ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

ასე არეული, ქაოსში და განუკითხაობაში მყოფი ჩემი ქვეყანა არასდრის მინახავს.

ქედის რაიონის ტრანსპორტის სამასახურის უფროსი თვეში რამოდენიმეჯერ იღებს ხელფასს და აქეთ გვამადლის, რომ ბიუჯეტს გაუფრხილდა და არაფერი დაუმალავს ბიუჯეტისთვის ..ქედის რაიონის მერიაშიც ამგვარ შემთხვევას ჩვეულებრივად უყურებენ და პრობლემას ვერ ხედავენ!

წარვადგინე ყველა დოკუმენტაცია- ბრძანებს ქედის რაიონის ტრასპორტის სამსახურუს უფროსი და შესაბამისად ფული კვლავ დამირიცხესო. ანუ, ქედაში თვეში რამოდენიმეჯერ ხელფასის აღება ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ადამიანებს პურის ფული ვერ უშოვნიათ და ოჯახი ვერ დაუპურებიად…

ამაზე კიდევ კაცი თვალს დახუჭავდა, რომ არა შიდა ქართლის ძალიან საინტერესო ამბავი. ერთ ერთი საჯარო დაწესებულების თანამშრომელი მის გვარსახელს შეგნებულად არ ვასახელებ, ხშირად სტუმრობდა კაზინოს, ანუ სათამაშო სახლს.. მან ერთ მშვენიერ ღამეს, კარგა გამაძღარმა და მუცელამოყორილმა გვარიანად წააგო. თავანი ფული, საკრებულოს ბიუჯეტიდან გადაიფარა. ანუ ე.წ კაზინოს დავალიანება ბიუჯეტის ხარჯზე გაისტუმრა. ეს უკვე ნამეტანია და დაცინვასაც ვერ დავარქმევ. აი, ასე იფლანგება ჩვენი ფული. იმედია, შესაბამისი ორგანოები მოახდენენ რეაგირებას..

Cesko