(ფოტო) “უდიდესი ადამიანი დაიღუპა. ჩვენი ვალერი აღარაა…” – ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა

November 10, 20:19
0
777

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვალერი ვაჟას ძე ჯინჭარაძე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი ავრცელებს.

ვალერი ჯინჭარაძე დაიბადა 1960 წლის 19 ნოემბერს. საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1984 წელს დაასრულა. მას შემდეგ იგი ნაყოფიერ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა.

ვალერი ჯინჭარაძემ სამწერლო სარბიელზე პირველი ნაბიჯები 1978 წელს გადადგა, რომელსაც გაზეთ „ქუთაისში“ მისი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა. მას შემდეგ ვალერი ჯინჭარაძის ნაწარმოებები პერიოდულად ქვეყნდებოდა ქართულ სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად.

Cesko