“ტრამპის ფაქტორი უკვე პრობლემად გადაიქცა” – ზურაბ გურული

0
360
17 Views

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:

“ამერიკელმა რესპუბლიკელებმა მაინც ვერ მიაღწიეს ისეთ გამარჯვებას შუალედურ არჩევნებში, როგორიც ლოგიკურად უნდა მიეღოთ. ერთი მხრივ ძალიან კარგია ეს, რადგან ჭკვიან კონსერვატორებს შეუძლიათ გაკვეთილები გამოიტანონ აქედან, 2024-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ძალიან ცუდიც, რადგან შესაძლოა რესპუბლიკელი რადიკალები კიდევ უფრო გარადიკალდნენ და შესაბამისად, კიდევ ბევრი ისეთ სისულელე ჩაიდინონ, რომელიც მათ წინააღმდეგ დარაზმულად გამოიყვანს შედარებით ნეიტრალურ ამომრჩეველს.
აბორტის საკითხის დაყენება იყო ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომა. ახალგაზრდა, განათლებული ქალები ფაქტიურად დაირაზმნენ ამ უაზრობის წინააღმდეგ.
ტრამპის ფაქტორი უკვე პრობლემად გადაიქცა.
-არასოდეს იჩხუბო გაბრაზებულმა, შურისძიების გამო – აღმოსავლური ორთაბრძოლების ეს მარტივი აქსიომა პოლიტიკაშიც მუშაობს. რადიკალი რესპების მომხრეები ეს ის სპექტრია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ისედაც რესპებს მისცემს ხმას, ამიტომ ამ სექტორზე მუშაობა დროის კარგვაა; მუშაობა საჭიროა ე.წ. “მოყოყმანე” სპექტრის მოსახიბლად. ტრამპის ფაქტორი და მისი გაუნელებელი რადიკალიზმი ასეთ სპექტრს აფრთხობს. სხვათაშორის, ეს გაკვეთილი საქართველოშიც უნდა გაითვალისწინონ.
გამარჯვების საიდუმლო “ცენტრში”, ანუ ზომიერებაშია. რადიკალ რესპებს ეს რომ ესმოდეთ, მაშინ გაიაზრებდნენ იმასაც, რომ ბიბლია ზომიერებას ქადაგებს უპირველეს ყოვლისა და არა აბორტების აკრძალვას ან ანტივაქსერობას 🙂
შეხების წერტილების, კონსენსუსის პოვნა რაც შეიძლება მეტ “მოყოყმანესთან”, ეს უნდა იყოს გონიერი სტრატეგის მიზანი. არჩევანში გამარჯვებული ხომ მთელი ერის ხელმძღვანელი უნდა იყოს და არა მისი რომელიმე ნაწილის, როგორი მართალი და ლოგიკურიც არ უნდა იყოს ეს ნაწილი.
და კიდევ, “გაჭრილი კარტები” უნდა ჩაბრუნდნენ “ყუთში” და იქ დარჩნენ, როგორც უკვე დასრულებული თამაშის, (თუნდაც ერთხელ უკვე მოგებულის), სტატიკური ატრიბუტები. ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი.”

Cesko