“სიტყვა მოწამვლა არ ხსენებულა – თუ ვინმეს არ უნდა მიშას გარდაცვალება, ეს არის ხელისუფლება” – ხაჭაპურიძე

November 9, 11:56
0
294

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, ამბობს, რომ ამერიკელ ექიმებს სიტყვა მოწამვლა არ უხსენებიათ, თუმცა, გასცეს რეკომენდაცია, სააკაშვილის ანალიზის პასუხები შეისწავლოს ტოქსიკოლოგმა.

შალვა ხაჭაპურიძე:

დამებადა ლოგიკური კითხვა – მე გუშინდელი ადვოკატი და გუშინდელი იურისტი არა ვარ – ლოგიკური კითხვა მაქვს – რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები? ამ ამერიკელების დასკვნა რომ ჩამოვიდა და თქვეს ეს დიაგნოზია, ეს დიაგნოზია, ეს დიაგნოზია, კითხვა რომ დავუსვი, რატომ ბატონო, საიდან აქვს ეს დიაგნოზები, მაგას ჩვენ ვერ ვამბობთო, მაგრამო, ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციასო, ეს ყველაფერი გაიგზავნოსო, არის ასეთი მეცნიერი, ჩათვალეთ რომ ტოქსიკოლოგიაში არის შოთა რუსთაველი. გადაეგზავნა ყველაფერი ამ კაცს, იმისთვის რომ დადგინდეს ეს დიაგნოზები საიდანაა გამოწვეული, საიდან განვითარდა ასე მოკლე დროში, 6 თვეში ადამიანი ასე როგორ უნდა დაგნრეულიყო?

მე ვიცი რა დიაგნოზები აქვს, მე მაინტერესებს ასეთი მძიმე დიაგნოზები რამ გამოიწვია. ეს რომ იყოს ღვიძლის დაბეჟილობა, თავის გატეხვა – გასაგები იქნებოდა, ესე იგი ცემა ვიღაცამ, მაგრამ აქ ლაპარაკია ისეთ დიაგნოზებზე, რომლებიც შიგნიდან ვითარდება, უჯრედისის დონეზე ხდება რაღაც. 38 სიცხე რომ ყოველ დღე აქვს…

შალვა ხაჭაპურიძეს წამყვანი ჩაეკითხა, უთხრეს, თუ არა ამერიკელმა ექიმებმა, რომ სააკაშვილი მოწამლულია, პასუხად, ადვოკატმა განმარტა, რომ სიტყვა მოწამვლა არ უხსენებიათ, მაგრამ გადაამისამართეს ტოქსიკოლოგთან. 

შალვა ხაჭაპურიძე:

სიტყვა მოწამვლა არ ხსენებულა და პოლიტიკურადაც ვიტყვი – თუ ვინმეს არ უნდა მიშას გარდაცვალება და მიშას რამე ცუდი მოუვიდეს, ეს არის დღევანდელი ხელისუფლება, არავის არ აწყობს საააკაშვილს რამე დაემართოს, იმ სისტემაში, რომელსაც ხელმძღვანელობს დღევანდელი ხელისუფლება.

Cesko