“ეს რომ ვუთხარი სააკაშვილს, კირკიტაძემ ისეთი დამადო ფეხზე, მოკეტეო…” – ქამრან მამედოვი

0
366
22 Views

“ენმ”-ის ყოფილი წევრი, ქამრან მამედოვი, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, “ჯორჯიან თაიმსთან” ინტერვიუს დროს, ამბობს:

“მე ვიყავი არა ნაციონალური მოძრაობის წევრი, პირდაპირ რომ ვთქვა, ვიყავი მიშისტი და დღემდე ვარ მიშისტი.

მიხეილ საააკშვილს ირგვლივ ჰყავდა მოღალატე ჯგუფი, უღალატეს – მაგალითად, გიგა ბოკერი დღეს რომ ასე დასეირნობს, დასაჭერია ეგ ადამიანია.

ნიკა მელიას მე ვერაფერს ვერ ვეტყვი, მარტო ვერაფერს ვერ გააკეთებს, მანდაც არიან კლანები.

ქალბატონი ნონა მამულაშვილი, რომ დატოვა ნაციონალური მოძრაობა, რისთვის დატოვა? ან რატომ მოდიოდა, ან რატომ დატოვა?

ერთ რაღაცას გეტყვით, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილი იყო მარნეულში, ვუთხარი, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მიდიხართ, მარნეული, ბოლნისი მხარს გიჭერდათ, დაემშვიდობეთ ხალხს. ჩამოვიდა და დავპატიჟეთ სუფრასთან, მანდ იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, ყოფილი დეპუტატი სულეიმანოვი და პირდაპირ სააკაშვილთან ვიჯექით, მივირთმევდით და მიშამ მკითხა – ქამრან, რატომ წავაგეთ ეს რეგიონი?

ვუთხარი, იცით, რატომ წავაგეთ? რატოო… ჩვენთან მაგალითად საძოვრის მიწები რომ წაართვეს ხალხს… რაო? – გაგიჟდა ადამიანი, არაფერი არ იცოდა… გეფიცებით, ფეხზე ისეთი მომხვდა… კირკიტაძემ, ისე დამადო ფეხზე, მოკეტეო, რას ეუბნებიო…

იმის მერე მიხეილ სააკაშვილთან მე კონტაქტი არ მქონია, გამომიყვანეს სუსის აგნეტი, ვიღაცისტი,… არ უნდოდა კირკიტაძეს გაეგო სააკაშვილს რატომ წავაგეთ…”

Cesko