„ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი“ – ეკა ხერხეულიძე

0
466
30 Views

ეკა ხერხეულიძე ჟურნალისტებთან სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს:

„მე არ შემიძლია დიაგნოზი გითხრათ დემენცია, მაგრამ ცვლილებების შესახებ თავისთავად, რა თქმა უნდა, მას აქვს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს პაციენტს და მან იცის, რომ ცვლილებები თავის ტვინში არსებობს. ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი.

რაც შეეხება მდგომარეობას, არის უცვლელი. ჩემს თვალწინ ახლა ადამიანმა, აი, დამშვიდობების წინ, გაიზომა ტემპერატურა და აქვს 37 და 7, რაც არის აუხსნელი, რატომ იმატებს, რატომ იკლებს 2 ხაზით ან საერთოდ, რატომაა ამდენი ხანი, თვეების მანძილზე განუწყვეტლივ ტემპერატურა. ამაზე გადაჭრით პასუხი არავის აქვს. ფაქტია, რომ აქ არის რაღაცა სერიოზული პრობლემა, რასაც სჭირდება კვლევა“

Cesko