უკრაინულმა მედიამ სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა.
“როგორც ჩანს, სოფოს მიშასთან ძალიან დიდი ხანია ურთიერთობა აქვს. ადგილობრივი პრესა ხომ ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, სააკაშვილის დახმარებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული და მომავალში კულტურის მინისტრის პოსტს დაჰპირდნენ. თუმცა, საქმე ჭორებს არ გასცდა. როგორც ამბობენ, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს.
4 წლის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსმა მომღერალს ბინა ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად უყიდა. სააკაშვილს და სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილი 2020 წლის ივნისში შეეძინათ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ოფიციალურად კვლავ სანდრა რულოვსზეა დაქორწინებული, რომლისგანაც ორი ვაჟი ჰყავს. ასევე შემოდგომაზე, მიხეილმა გამოაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო ლიზა იასკოსთან“ – წერია სტატიაში
სტრანამ” გადაიღო ფოტო, სადაც ჩანს ქალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის აპარტამენტებში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს აქვს პენტჰაუსი ელიტარულ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. აპარტამენტების სამზარეულოში კი ჩანს შავგრემანი ქალი, როგორც ჩანს, საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა.