თინათინ გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ღამით, 1:25 საათზე დაახლოებით, დიდ დიღომში, სახლში შემომივარდა კაცი.
იქნებოდა დაახლოებით 30-40 წლის.
კარების ბრახუნის (შემომტვრევის) ხმამ გაგვაღვიძე მე და ჩემი უფროსი შვილი, რომელიც არის 12 წლის.
Luka Nikolaishvili კარებთან ახლოს დივანზე ჩამძინებია იმ ღამით.
ხმაურზე თვალი, რომ გავახილე, კარებთან, სახლში შემოსული კაცი დავინახე.
მაშინვე წამოვვარდი, და ვუყვირე „აქ რას აკეთებ, გაეთრიე სასწარფოდ სახლიდანთქო”. უკან დაიხია ორი ნაბიჯით და გაიქცა.
მყავს სამი არასრულწლოვანი შვილი.
პირველი მათ უსაფრთხოებაზე ვიფიქრე.
მე ვერ გავეკიდე ამ კაცს, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი სახლში.
უცებ რაც მოვიფიქრე, ტელეფონი ავიღე და მეზობლებს მივწერე. მათ 112 გამოიძახეს.
მოვიდა პოლიცია. სამი ადამიანი.
დეტალურად მოვუყევი, ყველაფერი მახსოვდა, ზედმიწევნით თანმიმდევრულად.
ოქმი არ გვაქვსო.
ფურცელზე დაწერეს ჩემი მონაყოლი და ხელის მოწერა მთხოვეს.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, წაკითხვის გარეშე ხელს არაფერს ვაწერ.
წავიკითხე ოქმი და ეწერა შიგნით, რომ თითქოს „ფანჯრიდან გავიხედე და მომეჩვენა რომ ვიღაც ჩემთან შემოსვლას ცდილობდა.”
ამაზე პროტესტი გამოვხატე, ამას ხელს არ მოვაწერ, ასე არ ყოფილათქო, მეზობლებიც იქ იყვნენ, გავღიზიანდი.
შეცვალა გოგონამ, ვინც ამ ოქმს ფურცელზე წერდა, და დაწერა მართლა რაც მოხდა.
დამემშვიდობნენ, რომ კამერებს ამოიღებდნენ.
თუმცა, არაფრის იმედი მათგან მე არ მაქვს.
ძლიერი ვარ, რთული სიტუაციებში არ ვიბნევი.
გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ ხოლმე.
რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე მეწყება ემოციურად შფოთი და ფრაგმენტები.
მას შემდეგ ვფიქრობ, მარტო სამ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, როგორ შეიძლება მოვიქცე ასეთ დროს.“