როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

0
387
30 Views

7 ნოემბერს ქუთაისში +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ფოთშიც, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში +16 გრადუსი დაფიქსირდება, მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექოდ ჩაივლის დღე ბორჯომშიც, სადაც დღისით +16, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +18 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი.

გუდაურში დღისით +4 გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +5 ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია მზიანი დღე, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +9 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს .

რუსთავში წვიმიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც საღამოს საათებში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

Cesko