„ამერიკაში სამუშაო ადგილები აღარაა, ვალში ვარდებიან ახალჩამოსულები” – რას ამბობს ქართველი მღვდელი, რომელიც ამერიკაში მსახურობს

November 6, 12:43
0
452

დეკანოზი თომა, რომელიც ამერიკაში მსახურობს, ყველას მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ამერიკისკენ ემიგრაციის გზას დაადგებიან.

,,ამერიკაში წამსვლელ ქართველებისათვის: ვისაც ისეთი პროფესია არ გაგაჩნიათ, რაც ადვილად დაგაწყებინებთ სამსახურს ამერიკაში, კარგად დაფიქრდით, სანამ გადაწყვიტავთ, მექსიკით შეაღწიოთ აშშ-ში.

ამერიკაში, ეკონომიური პრობლემების გამო, ბევრი სამუშაო ადგილი აღარაა და ახალჩამოსულების უმეტესობა ძალიან დიდ განსაცდელსა და ვალში ვარდებიან.

ბოლოს ამ ხალხის ამ სიტუაციიდან გამოსავალი ისევ კანადაში გადასვლაა, სადაც ამჟამად სამუშაოების ნაკლებობა ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა იქაც დიდ ეკონომიკურ დეპრესიას ელოდებიან.

მოსმენილი საშინელი ამბებიდან, რაც ჩვენ საწყალ ახალ იმიგრანტ ხალხს ატყდება, გთხოვთ, დაფიქრდით, სანამ დიდ განსაცდელში ჩაიგდებთ თავს.

ამერიკა ყოველთვის ლამაზი ოცნება არაა, სამწუხაროდ. ნუ განმიკითხავთ, ვიცი ხალხის მდგომარეობა საქართველოში და ასევე ვიცი იმიგრანტების სამწუხარო ამბები”, – წერს მოძღვარი.

Cesko