„გაავრცელეს უტიფარი ტყუილი, რომ ბაბი კირკიტაძემ ორ სიმღერაში მიიღო 12 000 ლარი…“ – რა განცხადებას ავრცელებს “ღამის შოუ”?

0
423
40 Views

„ღამის შოუ” საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი „შოუს წინააღმდეგ გაჩაღებულია აქტიური ანტიპიარკამპანია, რომელშიც ჩართულია თითქმის ყველა ოპოზიციური ტელეარხი და სხვა მედიასაშუალებები”.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ისინი მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს. ქუთაისში ნაძვის ხის დადგმასთან ჩვენი გადაცემის არც წამყვანს, არც ბენდის წევრებს, არც ხელმძღვანელს და საერთოდ “გიორგი გაბუნიას ღამის შოუს” არც ერთ თანამშრომელს არანაირი კავშირი არ აქვს. “ღამის შოუს სტუდია” გახლავთ საერთოდ სხვა ორგანიზაცია, რომელთანაც ჩვენ არ გვაქვს კავშირი.

ეს ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია, თუმცა ოპოზიციური მედიასაშუალებები მანიპულირებენ, ცდილობენ ჩვენ მოგვაწერონ და ვითომდა კორუფციულ გარიგებებში დაგვდონ ბრალი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მათ გაავრცელეს უტიფარი ტყუილი იმის შესახებ, რომ ბაბი კირკიტაძემ ორ სიმღერაში მიიღო 12 000 ლარი.

სინამდვილეში კონცერტი შედგება 20 სიმღერისგან და მასში მონაწილეობას იღებს 13 ადამიანი.

რაც შეეხება მოთხოვნას ჩვენი შოუს კონცერტებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მოთხოვნა მოდის მაყურებლისგან. აქედან გამომდინარე უჩნდება სურვილი იმ ადამიანს, რომლებსაც თავისი რეგიონის მაცხოვრებლების გახარება სურს ჩვენი კონცერტებით.

“მოთხოვნადები” ვართ აგრეთვე ოპოზიციური მედიისთვისაც, რადგან ამდენ დროს და მცდელობას არ აკლებენ ჩვენს “გაშავებას” და სადაც ” ღამის შოუს” ამოიკითხავენ მხოლოდ ჩვენ გვაკავშირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არხს საკუთარი “ღამის შოუ “აქვს . მადლობა, რომ სულ გახსოვართ და სადაც არ ვართ, იქაც ჩვენ რომ გელანდებით.

ბოლოს გვინდა მივმართოთ ჩვენს გულშემატკივრებს: ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ, მუხლჩაუხრელად, გულწრფელად და რაც მთავარია პატიოსნად.

ამას თქვენ გეუბნებით, ჩვენს მაყურებლებს, თორემ ვინც საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს, მათ ზუსტად იციან რომ იტყუებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

Cesko