„პოლონეთის მიერ უკრაინის შთანთქმის იდეა არ გამქრალა“ – პუტინი

0
444
23 Views

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების შთანთქმა სურს, რომლებიც მან 1939 წელს დაკარგა.

მისივე თქმით, „უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის რეალური გარანტი მხოლოდ რუსეთია“.

პოლონეთის მიერ უკრაინის შთანთქმის იდეა არ გამქრალა. ვარშავაში საუბრობენ უკრაინის იმ ტერიტორიების დაბრუნების იდეაზე, რომლებიც პოლონეთს 1939 წელს წაართვეს, თუმცა საბჭოთა პერიოდში რუსეთის ისტორიული ტერიტორიების ნაწილი უკრაინას გადაეცა. მაგრამ ეს გაკეთდა ნებაყოფლობით, რათა შექმნილიყო საერთო კულტურული, ჰუმანიტარული და ისტორიული სივრცე. ამაზე ვიღაცამ უკრაინაში უნდა იფიქრო. შემთხვევით არ მითქვამს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური, ჭეშმარიტი გარანტი მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს“, – განაცხადა პუტინმა.

Cesko