„ის იყო მსხვერპლი ხელისუფლებაში და საპატრიარქოში მოკალათებული ბნელი ძალების“ – ილია ჭიღლაძე გიორგი მამალაძეზე

November 3, 20:39
0
199

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ეხმაურება და წერს, რომ ის იყო მსხვერპლი ხელისუფლებაში და საპატრიარქოში მოკალათებული ბნელი ძალების.

 

„სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ სამწლიანი განხილვის შემდგომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სასარგებლო განაჩენი გამოიტანა. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო და პატიმარ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობა ბუნდოვანი და გაუგებარია და ის იყო მსხვერპლი ხელისუფლებაში და საპატრიარქოში მოკალათებული ბნელი ძალების ხაფანგის“, – წერს ილია ჭიღლაძე.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ, გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

 

Cesko