„ეკა, შეგიძლიათ, გულწრფელად მითხრათ, რა მუცლის გვრემა გაქვთ?” – ნიკა მელია ეკა კვესიტაძეს

0
643
23 Views

„ეკა, შეგიძლიათ, გულწრფელად მითხრათ, რა მუცლის გვრემა გაქვთ?“ – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ეკა კვესიტაძეს, რომელიც მელიაც საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესულ დეპუტატებზე და მათ „ღალატზე” ეკითხებოდა.

„ეკა, შეგიძლიათ, გულწრფელად მითხრათ, რა მუცლის გვრემა გაქვთ? თქვენ ისე თქვით წინა გადაცემაში – მელია უნდა მობრძანდეს ახლა სააპელაციო სასამართლოში, თქვას ნიკა გვარამიას… უნდა შევეჯიბროთ ნიკა გვარამიას სიყვარულში? 5 სასამართლო იყო სულ“, – განაცხადა ნიკა მელიამ

ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას უთხრა, რომ ის გვარამიას არც ერთ სასამართლოზე არ ყოფილა, რაზეც მელიამ უპასუხა:

„იმას ნიშნავს, რომ მე ნიკა გვარამიას პატიმრობა უფრო ნაკლებად მაწუხებს, ვიდრე თქვენ? თქვენ გეტყობათ, რომ წინასწარი განწყობა გაქვთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Cesko