როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში 🍁

November 2, 10:25
0
191

2 ნოემბერს ქუთაისში +13 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთში ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში გამოიდარებს, სადაც დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში +12 გრადუსი დაფიქსირდება,უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +12, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო მოსალოდნელი. +12 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი.

გუდაურში დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +3 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო დღე, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღე იქნება. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

Cesko