„მე ყოველ დღე ვეწევი კანაფს მაქვს ამის უფლება თუ არა?!”, – „გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელშვილმა ამ კითხვით მიმართა, სახალხო დამხცველის კანდიდატს.
კითხვა-პასუხის რეჟიმს უცვლელად გთავაზობთ:
– მე ყოველ დღე ვეწევი კანფს, მაქვს ამისი უფლება თუ არა?
– თუ ეს მიღება, თქვენ ხო აწარმოეთ საკონსტიტუცია სასამართლში საქმე? რომელმაც დაადგინა, რომ თუ დოზა არ იწვევს ადამიანში ჯანმრთელობის ან სხვა რაიმე ზიანს დასაშვებია.
– და რომ იწვევდეს?
– რო იწვევდეს არ შეიძლება?
– და რანაირად გჯერა რომ სხეული თქვენია?
– კი არ მჯერა.
– რატომ მატყუებთ? აბა ვისია ეს სხეული ბრძანებებს გასცემს?
– სხეული ჩემია, არის ჩემი.
– აბა?
– თუ ის სხვა რამესთან არ მოდის შემხელობაში.
– მოიცა მე რომ ვეწევი, ვისთან მოდის ეს პრობლემაში?
-თქვენ თუ არ აზარალებთ თქვენს ჯანმრთელობას
– რომ ვაზარელებდე ვისი რა საქმეა? – ასე წარმართა გასაუბრება სახალხო დამცველის კანდიდატთან ვახტანგ მეგრელიშვილმა.