,, აგერ გუშინ რომ ცაში აყავდი და სიყვარულს გიხსნიდა თურმე რეებს ფიქრობდა შენზე” – მაკა რაზმაძე

November 2, 09:53
0
321

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე:

,,დიდი მადლობა ყველა იმ “ფრენდს” ანუ ფეისბუქ-მეგობარს,რომლის არც გამკიცხავი და მით უმეტეს არც ბინძური კომენტარი არ შემხვედრია ამ სივრცეში არასდროს ჩემს შესახებ.თუმცა ვიცი ბევრ რამეში არ მეთანხმებიან,ბევრი რამ არ მოსწონთ ჩემი და ენაც კარგად უჭრით და წერაც ბევრად კარგი იციან იმათზე,ვინც ზურგსუკან საძაგლობებს მიწერს ან სხვის დაწერილს აქეზებს და ალაიქებს და გონია მე არ ვიცი… აქ,ამ ვირტუალურ ცხოვრებაში რას არ გადაეყრები ადამიანი-აგერ გუშინ რომ ცაში აყავდი და სიყვარულს გიხსნიდა თურმე რეებს ფიქრობდა შენზე.ან არც ფიქრობდა,მაგრამ ხომ გაერიოს მარაქაში,გამოიჩინოს თავი იმანაც,ერთი ორი ლაიქი დააგროვოს. მადლობა ღმერთს ბევრი არ არიან ზურგსუკან “მწერალები” და უმეტესობა ღირსებით სავსე და კეთილი ხალხია ჩემს გარშემო აქ
მეც არასდროს შევვარდნივარ და ხშირად თვალიც ამირიდებია იმ სტატუსებისთვიდ რასაც არ ვეთანხმები, რადგან ადამიანური ურთიერთობა ბევრად მიღირს ადამიანებთან ვიდრე მათთვის ჩემი უპირატესობის დამტკიცება კამათში მოგებით-სრულიად არაფრისმომცემია ეს და ნეტა როდის მიხვდებიან ეს “მწერალები” ამას?!
დიდი მადლობა “ფრენდებო” და “ფრენდუშკებო”
იცოდეთ რომ ვიცი თქვენი დიდსულოვნების შესახებ და უბრალოდ მომინდა თქვენც გცოდნოდათ ამის შესახებ! მიყვარხართ

Cesko