“კიევიდან ჩამოდიოდა ბლინკენი და წყდებოდა ვადამდელი არჩევნების საქმე…” – რაში სდებს ბრალს ნათელაშვილი ოპოზიციას?

0
311
19 Views

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, “ტვ პირველთან” საუბრისას, ამბობს:

პარლამენტიდან ოპოზიციის გამოსვლა და მხოლოდ ქოცების და მათი სატელიტი ჯგუფების დატოვება, მით უფრო, იმ ფონზე, რომ საკნსტიტუციო უმრავლესობა არ დარჩეს შიგნით, ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ჩამოშლილია. ყოველგვარი მეცნიერული გათვლების გარეშე. თუმცა, გარკვეული გეგმა და თანმიმდევრობა უნდა არსებობდეს. ახალი არჩვენები იქნება, მაგრამ ახალ არჩევნებზე ვერ გავალთ, თუ არ შეიცვალა ჩამომპალი საარჩევნო სისტემა, ამაზე კონსულტაციები უნდა იყოს და უნდა შეიცვალოს.

რაც შეეხება ჩვენს ფანჩატურს, როგორც უწოდებენ, ფანჩატურის ძირითადი ნაწილი შევიდა პარლამენტში, მაგრამ მზადაა უკან მიიღოს.

19 აპრილს მოეწერა შარლ მიშელის შეთანხმება ხელი და ოპოზიციამ დაიწყო პარლამენტში შესვლა, მაისის ბოლოს კიევიდან თბილისში ჩამოდიოდა ბლინკენი, აშშ–ს სახელმწიფო მდივანი და წყდებოდა ახალი ვადამდელი არჩევნების საქმე, რომ არ შესულიყო პარლამენტში ოპოზიცია. ოპოზიციამ ჩაშალა ვადამდელი არჩევნები, ივანიშვილის რეჟიმი გადაარჩინა ოოზიციამ, ვერც ერთი საკითხი ვერ გაიტანა.

რაღა მხილება უნდა ქართულ ოცნებას, მხილებულია მთელ მსოფლიოში, რაღა ექსპერიმენტები უნდა ვატაროთ 2 წელი, 2024 წლამდე? – ეს ჩემთვის გაუგებარია

Cesko