,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
,,31 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის სათავე ნაგებობაზე, წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 31 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში
ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის, წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიაშვილის ქუჩებს, აეროდრომის I, II, VIII და X ქუჩებს და კახეთის გზატკეცილის N 7, 10 და N 44- 76 (ლუწებს), ნ.რამიშვილი N 38, წულუკიძის, აბაშვილი, ონაშვილი ქუჩებს, სამგორის დასალებას. 17 შინდისელის, მატროსოვის (აბუსელიძე ტბელის), ნავთლუღის, მოსკოვის გამზ. N1-15, N2-10.
ისნის რაიონში
ქეთევან დედოფლის გამზ. N 65-91(კენტებს), მეველის, გუდარეხის, ციხისძირის, ნადარეიშვილის, წულაძის ქ. და შესახვევებს, ბოგდან ხმელნიცკის IV-ჩიხს, სამრეწველოს დასახლების 1 ქუჩას, საექიმოს, უჯარმის, ჭრელაშვილის, 2-დოლაბაურის, პატარძეულის, შირაქაძის, აწყურის, ცუცხვათის, შოროპანის, ზინდისის, დოესის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, კასპის, კობარეთის (ზურაბაშვილის), ხახანაშვილის, შავი ზღვის (კაჩინსკის), ნოსირის, უბილავას, საბადურის, გუთნის, თელავის, წურწუმიას, წინანდლის, ახმეტა, ფოსტის, დედოფლისწყაროს, ნიორაძის ქ, ქურხულის, ბადიაურის, სამგორის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, – აცხადებენ კომპანიაში.