20 Views
უკრაინაში, ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლი 40 წლის გურგენ (გუგა) გაგნიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქ“ გვერდი „ალფა სიხშირე“ ავრცელებს.
გუგა განიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა, ის ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა.
გუგა გაგნიძე ბახმუტთან, კონტაქტური ბრძოლის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი “ვაგნერელების” ჩასაფრებაში მოჰყვა. როგორც თვითმხილველები და გადარჩენილი თანამებრძოლები ამბობენ, გუგამ ბოლომდე არ დატოვა ბრძოლის ველი და გმირულად დაეცა.