“ნიჭიერი კაცია ხაბე, ყველაფერი წინ აქვს, გაიზრდება და კოჭებში ეტყობა – ბადრია შუბლაძე გამოვა…”- ვიდეო

0
1807
25 Views

ემიგრანტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

🔶️ გვეშველა, მეგობრებო!
ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებაში მოვა და დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაციას მოახდენს. მხოლოდ – სააკაშვილების, ალასანიების, ადეიშვილების, მერაბიშვილების და სხვა ნაცების მიერ ჩვენთვის მოპარულ მილიარდიან ქონებებზე და მიტაცებულ კერძო საკუთრებებზე ჯერ არაფერი უთქვამს. საკმაოდ გრძელი სიაა და ვერ მოიცალა, ეტყობა. დრო არა აქვს, კორუფციას “ებოქსავება” და აღმართებში და მოსახვევებში “ბუქსაობს.”
გრიგოლიას შეკითხვა რომ არ გაუჩნდა, არ შეიმჩნიოთ. ჭარბი ობიექტურობისგან დაიბნა, ხდება ხოლმე. 🙄
ნიჭიერი კაცია ხაბე. ჯერ ყველაფერი წინ აქვს. გაიზრდება და კოჭებში ეტყობა – ბადრია შუბლაძე გამოვა.
ორი დღეა ამეკვიატა: “ბეჩა ყირამალაა!” 😂🤸‍♂️😂

 

Cesko