სიღნაღის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა საკუთარი და მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა დას დაზიანებები თავის არეში იარაღით მიაყენა.
ძმის მიერ მოკლული ქალი 34 წლის მერი ალადაშვილია. დაკავებულია მისი ნახევარ ძმა ზურა ალადაშვილი.
“2 პატარა ბავშვი დარჩა, საუკეთესო დედა იყო, ბავშვებზე გადაყოლილი. რა მოხდა ზუსტად, არ ვიცი. ამბობენ, – “ზაოდობაზე” იყვნენ სადღაც და იქ ძმებს შორის მოხდა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო. სხვა არაფერი ვიცი”, – ამბობს ადგილობრივი მედიასთან საუბრისას.
“გადმოაგდეს მანქანიდანო… მოკვდა, აღარ არის, 2 პატარა შვილი დარჩა. თავი აქვს გახეთქილიო, ეტყობა რომ გადმოვარდა, ასფალტს დაარტყა თავი,” – ამბობს კიდევ ერთ-ერთი ადგილობრივი.
პოლიციამ ბრალდებული 35 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.