პოლიტიკოსი, ეკა ხერხეულიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოინახულა ნიკა გვარამია,”ტვ პირველთან”, პრეზიდენტის მიერ, ნიკა გვარამიას სავარაუდო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა:
ნიკას პოზიცია თქვენ გახსოვთ, როდესაც საბოლოო სიტყვა ჰქონდა სასამართლოში, მან თქვა, მოგიწოდებთ, არ მიმართოთ სალომე ზურაბიშვილს, მე არ ვითხოვ მისგან შეწყალებას, ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვა იმ დღეს, ამის შემდეგ დარბაზიდან გაიყვანეს და დააპატიმრეს. ვერ გეტყვით, რომ ნიკას პატივისმცემელი ვიქნები და რასაც ის იტყვის, იმას გავითვალიწინებ, იმიტომ რო ნიკა სჭირდება საზზოგადოებას და ნიკას პატიმრობაზე დიდი სირცხვილი, მართლა არ ვიცი რა არის.
მე ნიკას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გავიზიარებ, რომ არ უნდა ვუთხრათ. მე ქალბატონ სალომეს პერსონალურად კი არაფერს ვთხოვ, ინსტიტუციასთან მაქვს პრეტენზია და ამას ვერც ნიკა ამიკრძალავს და ვერ ქალბატონი სალომე. ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუცია, მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, აქვს გარკვეული პრეროგატივები და მოვალეა მოგვისმინოს. სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია, როგორც მიხეილ სააკაშვილზე საუბარი მასთან, ასევე ნიკა გვარამიასთან.
რა მაქვს საუხერხულო? მე მას პირად საქმეებზე კი არ ვესაუბრები, ვესაუბრები ინსტიტუციას , როგორც მოქალაქე და სულ არ გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას. მოდით ასე ვთქვათ, რას იზამდა ნიკა გვარამია? ციხიდან მოისმენდა ჩემ სიტყვას და დაელოდებოდა? ქვას გახეთქავდა, კედელს გაანგრევდა და ყველაფერს გააკეთებდა ჩემ დასახსნელად. არ გავჩერდები, ყველა შესაძლო გზას გამოვიყენებ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია თავისუფლებაზე ვნახო.