„რას ბო@ობ ამხელა კაცი – მეუბნება. კამერის დანახვისთანავე უკან დაიხია. მობრძანდით აბა, რას მეძველბიჭებით?“ – რა მოხდა სასტუმრო „რუმსის“ ავტოსადგომზე

0
415
23 Views

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სასტუმროში „რუმსი” თავს გადამხდარ ამბავზე ფეისბუკში წერს. მისი თქმით, პარკინგზე გაჩერებულ მანქანას რუსმა დამსვენებელმა დაარტყა და ავტომობილი დაუზიანა, რასაც გარკვეული უთანხმოება მოჰყვა.

გელა მთივლიშვილი „რუმსის” მენეჯერს, დაცვის თანამშრომელსა და სხვა თანამშრომლებს გულგრილობასა და უხეშად მოქცევაში ადანაშაულებს.

„სასტუმროში „რუმსი” (თბილისში, რუსთაველზე) დღეს ინციდენტი შემემთხვა. დაახლოებით 11 საათიდან ერთ-ერთი ფონდის შეხვედრას ვესწრებოდი. 5 საათზე დასრულდა. ავტომობილი სასტუმროს პირველ სართულზე (შენობაში) მყავდა დაპარკინგებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარკინგე ადგილზე ჩასულს, მანქანასთან 2 ახალგაზრდა დამხვდა. ვჩქარობდი, ამიტომაც ყურადღება არ მიმიქცევია. კართან რომ მივედი, მკითხეს, მე ვიყავი თუ არა მანქანის პატრონი. დიახ, მე ვარ -მეთქი. თქვენი მანქანა ჩვენმა სტუმარმა დააზიანა, მანქანა გაუსვა და იქნებ, დაურეკოთ, ნომერი გვაქვსო. მანქანას შევხედე. უკან, ბამპერი მოსახსნელი და მთლიანად შესაღებია. გადაგიხდისო. ვუთხარი, რომ მანქანა ორგანიზაციის არის და წესების მიხედვით, პოლიციისთვის უნდა მიმემართა. რამდენიმე წამში ახალგაზრდა ქალი მოდის. მე მორიგე მენეჯერი ვარ – მეუბნება და დაზიანებას უყურებს. ძველი ხომ არ არის ეს დაზიანება? რაზე დაყრდნობით ამბობთ – ვეკითხები მე. თან გამეღიმა. გკითხეთ, არ შეიძლება. კი, შეიძლება, მაგრამ საიდან მოგივიდათ ეს კითხვა? გოგოს როგორ ელაპარაკები ბიჭო?! – სავარაუდოდ, დაცვის რამდენიმე ბიჭი „გამოენთო”. მენეჯერს ველაპარაკები. ვკითხე, საიდან მოუვიდა ეს კითხვა. დაცვის ერთ-ერთი ბიჭი ჩემკენ იწევს – „როგორ ელაპარაკები მეთქი” – თან ხმას უწევს. (მენეჯერმა შეიფერა). ხომ გითხარი, ჩვენმა სტუმარმა დააზიანა და მოაგვარებს. ამასობაში გარკვეული მაქვს, რომ მანქანა, რომელმაც ჩემი ავტომობილი დააზიანა, რუსეთის ნომრებით არის, იქვე, საპირისპირო მხარეს. მე არ ვარ თქვენი სტუმარი? მერე? რა მერე? წყნარად იყავი, თორემ გაგიყვან აქედან – მეუბნება დაცვის თანამშრომელი. გამიყვან? – გამიკვირდა. საიდან და და რატომ გამიყვან? მანქანა აქ დავტოვო? (აქ მეც ავუწიე ხმას). დაცვის თანამშრომელს დამხმარეები მოუვიდნენ და სამი მხრიდან ამომიდგნენ. უკან ჩემი მანქანა დგას. კიდევ 2 კაცი მოვიდა. ხელმძღვანელი ვარ. რა გაყვირებს? – მე მეუბნება. თქვენ რატომ ყვირით, ან ასე რატომ იქცევით? რას ძველბიჭობთ?! პარალელურად 112-ზე ვრეკავ და ოპერატორს ვეუბნები, რომ კომპანიის მანქანის დაზიანების ფაქტზე საპატრულო პოლიციის რეაგირება მჭირდება. რას ბოზობ ამხელა კაცი – მეუბნება ეს კაცი, ხელმძღვანელად რომ გამეცნო. 112-ზე საუბრის დასრულებისთანავე ტელეფონის კამერა ჩავრთე და გადაღება დავიწყე. რატომ მესაუბრებით ასე? კამერის დანახვისთანავე უკან დაიხია. მობრძანდით აბა, რას მეძველბიჭებით? სასაცილო ხარ, მეუბნება თანმხლები და მიდის. რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი მოვიდა. ვუთხარი, რომ პარკინგზე გაჩერებული მანქანა დამიზიანეს. მივიდა „რუმსის” თანამშრომლებთან და ეკითხება. ვინ დააზიანა? არ ვიცით, არც კამერის ჩანაწერი გვაქვს (არადა, მანამდე თვითონ მითხრეს, ვინც დააზიანა) ასე იცავენ რუს სტუმარს! რუსეთის ნომრებით მანქანას ეტყობოდა, რომ მან დააზიანა ჩემი ავტომობილი. მოგვიანებით არც მეპატრონემ უარყო, დაჯარიმდა. ასეთი ააიპ ყოფილა – „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი”. იქიდან დამირეკეს, ჯერ ჩვენთან უნდა მოხვიდეთ, მერე კონტრაქტორს შევაფასებინოთ და წარმოებას რომ დავასრულებთ, ასე ერთ თვეში, თანხას მერე ჩაგირიცხავთო. პატრულის სამხრე კამერის ჩანაწერშიც, „რუმსის” კაცი, ხელმძღვანელი ვარო – ასე რომ გამეცნო, პოლიციელის თანდასწრებით, ინტრიგანი ხარო. ყოჩაღ Adjara Group • აჭარა ჯგუფი 11-იდან 6-მდე „რუმსს” პარკინგის 39 ლარიც მივართვი (ეს ცალკე ღორობაა კიდევ!). (გამოსვლამდე პატრულის თანამშრომელი მეძახის, ოქმზე ხელი მომიწერეო. შეუვსებელი დოკუმენტი ხელმოწერის გვერდზე ამობრუნებული დამიდო მანქანის უკანა მხარეს და კალამს მაწვდის. რაზე მაწერინებ მეთქი ხელს? ოქმზეო. ნუთუ, ვგავარ ისეთ ადამიანს, ცარიელ ოქმზე პოლიციელს ხელი მოვუწერო)”, – წერს გელა მთივლიშვილი.

Cesko