ზელენსკი: უკრაინა ამსხვრევს მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას და ამიერიდან რუსეთი მხოლოდ მთხოვნელი იქნება

0
459
32 Views

უკრაინა ამსხვრევს მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„დღეს ზუსტად რვა თვე გავიდა სრულმასშტაბური ომის დაწყებიდან. რას მივაღწიეთ?

ჩვენ დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ამას რუსეთი ვერ შეცვლის. ჩვენ ეტაპობრივად ვათავისუფლებთ უკრაინის მიწას. მოვა დრო და მთელი უკრაინა თავისუფალი იქნება.

უკრაინა ამსხვრევს მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას და ამიერიდან რუსეთი მხოლოდ მთხოვნელი იქნება. ის რაღაცას ევედრება ირანს, ცდილობს დასავლეთის სახელმწიფოებიდან რაღაც მიიღოს.

რუსეთის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში იხარჯება. იყო გაზის გავლენა – ახლა არ არის. იყო სამხედრო გავლენა – ახლა ის აორთქლდება. იყო პოლიტიკური წონა – ახლა იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Cesko