“ხათუნ, ნახე რა ვუქენით იმ გოთვერნებს!!!- დაიყვირა ერიკამ და გულში ჩამიხუტა…” – რას იხსენებს ხათუნა ხოფერია

0
543
23 Views
ჩემი თბილისი
ახლა, არ ვარ საქართველოში. დილაუთენიაა და ძალიან მომინდა ჩემი ბავშვობის თბილისის გახსენება. თან სულ მახსოვს, რომ თქვენ მირჩიეთ, მოგონებები წერეო…
ასე რომ….
ჩემ ქუჩაზე, დიდუბის ერთ იტალიურ ეზოში, ჩემი მეგობარი ცხოვრობდა- ერიკა სირაკანიანი. ფოტო არ მაქვს მისი, თორემ სახელის და გვარის დაწერა არ მომიწევდა. შეხედავდით და მიხვდებოდით, რომ ის ერიკაა, სირაკანიანი… მუქი კანის ფერი ჰქონდა. თმები “ პრუჟინაზე” დახვეული… ნუ, ხიჭუჭა რააა… ჩემი მეზობელი მანანა დეიდა “ ბარაშკინო ბაშკინოს” ეძახდა სიყვარულით და პრუჟინებს ორი თითით უქაჩავდა ხოლმე. ისე, მანანას საოცარი სახელების შერქმევა უყვარდა. მამაჩემს, იმის გამო, რომ მოსმენა არ იცოდა და სულ სადღაც გარბიდა, უყურო მამალი შეარქა… ჩვენც ავიტაცეთ და შემოკლებით უყუროს ვეძახდით ხოლმე.♥️
ჰო, ერიკაზე გიყვებოდით.
ის მთელი დღე თავისი ეზოს ჭიშკართან იდგა. თუ გვიან მიწევდა მაწავლებელთან წასვლა, ერიკა აუცილებლად წერეთლის პროსპექტამდე, ავტობუსის გაჩერებაზე ჩამაცილებდა და მეტყიდა- ჩერეზ დვა ჩისა გელოდები… ბნელა, ტოო…
ისე, სულ მიკვირდა, რატომ კოჩავდა ერიკა სიარულის დროს… თან, იმენნა, მარჯვენა მხარეს… არც მოტეხილი ჰქონდა, არც თანდაყოლილი ტრამვა, აი, ეგრე კოჩამდა რააა… პახოდკის პონტში…♥️
ყველას გემახსოვრებათ, არარატის და თბილისის დინამოს მატჩი, 3-0 მოვუგეთ მაშინ, ჰო და, მოვდივარ დინამოს სტადიონიდან , არაა, მოვფრინავ ვახუშტის ქუჩაზე. აი, ცოტაც და მარცხნივ გავუხვევ ჩვენი ქუჩისკენ.. იქ ერიკა იდგება… აუუუუ… რას ვიზამ, მივაყრი და მივაყრი ყველაფერს, რაც თამაშის დროს დავაკელით სომხებს…
მოკლედ, გამარჯვების აი, ასეთ ეიფორიაში ვარ და უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა.
ვიდეო რედაქციისგან:
– ხათუნ, ხათუნ!!! გავიხედე და ერიკა მირბის… ვაა, არ კოჩავს… იმენნა მოფრინავს. გავჩერდი და მოჭირული თვალით შევხედე…
– ხათუნ, ნახე რა ვუქენით იმ გოთვერნებს!!!- დაიყვირა ერიკამ და გულში ჩამიხუტა…
ვიდექი “ იმედგაცრუებული”, ბედნიერი და თანაც შერცხვენილი… რა ვიცი, ვიდექი რააა…
– ერიკ, ვაშლის პეროგი გინდა?- ვკითხე ძალიან ჩუმად.
– ვა, მედო დეიდასი?- მკითხა ჩემზე ბედნიერმა ერიკამ და “ პოდრუჩკი” გამომდო…
ჩემ სახლამდე 20-30 ნაბიჯი იყო დარჩენილი…
– ნუ კოჩავ…- ვუთხარი მე ერკას..

– ოოო, მაიცა რაა, შენი რა მიდის- მიპასუხა და ჩვენი თბილისის ჰაერი ღრმად ჩაისუნთა ბედნიერმა.

ხათუნა ხოფერია, სოციალური ქსელი
Cesko