27 Views
იტალიელმა ექიმებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ უკრავს კაცი საქსოფონზე ტვინის ოპერაციის მიმდინარეობისას.
რომში მდებარე საავადმყოფოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ 35 წლის კაცს 9-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება ქირურგებს საშუალებას აძლევდა, ცხადად დაენახათ ტვინის სხვადასხვა უბნის ფუნქციონირება ოპერაციის მსვლელობისას.
ქირურგიული ჩარევის მიზანი სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა იყო. ექიმების თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.