გამოიდარებს თუ არა საქართველოში მომდევნო დღეებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

0
314
37 Views

ქვეყანაში არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება. როგორც გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ნავარაუდევია თოვლ-ჭყაპიც.

ქვეყნის მასშტაბით, იქროლებს ზომიერი ქარი. დროგამოშვებით ღრუბლიანობა და წვიმაა ნავარაუდევი დედაქალაქშიც.

არამდგრადი ამინდი ქვეყანაში, სავარაუდოდ, მომდევნო 3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

„როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, ზოგან, თოვლ-ჭყაპიც იყოს. როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დაბლობში, ტემპერატურა 18-23 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12-17 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისში, დროგამოშვებით, ღრუბლიანობა მოიმატებს, იწვიმებს, დღის განმავლობაში, ჰაერი გათბება 17 გრადუსამდე. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მომდევნო დღეები კვლავ არამდგრადია. წვიმა კვლავ შენარჩუნდება“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარი სინოპტიკოსი ნონა ელისაშვილი.

Cesko