”გინესის რეკორდები, ულამაზესი ებრაელი ცოლი და პატარა დაიკო…” – ნახეთ რას მალავდა საკუთარ ცხოვრებაზე ედუარდ სააკაშვილი

0
1017
25 Views

ედუარდ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟია. ედუარდი 1995 წლი 21 ივლისს დაიბადა.

სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, რომელიც 2017 წელს დაამთავრა. 15 წლის ედუარდ სააკაშვილი, გინესის რეკორდსმენი გახდა I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დასჭირდა.

ედუარდი სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, სადაც სწავლის ქულების შეფასებით, 380 კურსდამთავრებულებს შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა. იგი პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, მუშაობს რადიოპროგრამების პროდიუსერად და თანამშრომლობს BBC-ის „National Public Radio“-სთან. ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში (პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტი) ცხოვ­რობს.

2018 წლის ივ­ლის­ში ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა. მისი მეორე ნახევარი ებრაული წარმოშობის ულამაზესი გოგონა ადინე მელვუს-პეტრუსია.

2020 წელს ედუარდ სააკაშვილს ნახევარდა შეეძინა.  სოფო ნი­ჟა­რა­ძემ 2020 წლის ივ­ნის­ში შტა­ტებ­ში იმ­შო­ბი­ა­რა. თავიდან რამდენიმე ხანს ბავშვის მამის ვინაობა უცნობი იყო, თუმცა მას მერე რაც მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს, სოფო შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა, სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ პატარა ელის-მარიას მამა მიხეილ სააკაშვილი იყო. ექსპრეზიდენტმა ეს ამბავი მალევე დაადასტურა.

Cesko