30 Views
რუსეთში დაგეგმილია პროფესიონალი სპორტსმენების მოხალისეთა რაზმების შექმნა უკრაინის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამ საკითხის წინასწარი განხილვა მოსკოვში 10 ოქტომბერს გაიმართა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ დროისთვის სამობილიზაციო პროცესში ძირითადად რეგიონული სპორტული ფედერაციების ჩართვა იგეგმება და ამის შესახებ მათ მალე ეცნობებათ.
თუ ექსპერიმენტი წარმატებულად იქნება აღიარებული და მოხალისეების საკმარისი რაოდენობა დაკომპლექტდება, არ არის გამორიცხული მოსკოვის ფედერაციების ჩართვა.